Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის" - ახალგაზრდა ქალი ძალადობის გამოცდილებაზე წერს


საკუთარი ფოტო სახეზე დაზიანებებით რენატა ბეგიაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე 24 აპრილს გამოაქვეყნა
საკუთარი ფოტო სახეზე დაზიანებებით რენატა ბეგიაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე 24 აპრილს გამოაქვეყნა

მოდელი რენატა ბეგიაშვილი ფეისბუკზე წერს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რომელსაც, მისივე თქმით, სისტემატური ხასიათი ჰქონდა თავისი შვილის მამის მხრიდან. ახალგაზრდა ქალი აღნიშნავს, რომ დიდი ხნის შემდეგ ამ თემაზე საუბარი გადაწყვიტა სხვა ქალების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც ასევე განიცდიან ძალადობას და ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.

"ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ თამამად შემიძლია ეს გავაკეთო! სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ ძალიან ბევრი ქალი არის ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემ თავს სარკეში რომ ვუყურებ. ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის მაგრამ ეს ბოლო წვეთია ცრემლის ნაცვლად თვალიდან სიხლი მდის. სული მტკივა", - წერს ახალგაზრდა ქალი. ამავე სტატუსში ის ასახელებს მოძალადის ვინაობასაც.

შალვა იაშვილმა, რომელსაც რენატა ბეგიაშვილი, როგორც მოძალადეს, ისე იხსენიებს, ფეისბუკზევე უარყო ძალადობის ფაქტი.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა გამოძიება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თავად მოდელი ფეისბუკსტატუსში წერს, რომ არ აპირებს პოლიციისთვის მიმართვას გამოძიების მოთხოვნით. მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციას შეუძლია მსხვერპლის მიმართვის გარეშეც დაიწყოს გამოძიება ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ. უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს და გამოძიების დაწყების შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან.

XS
SM
MD
LG