Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს, შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს", - წერია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

XS
SM
MD
LG