Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი ხერსონის ოლქში იმყოფებოდა


საილუსტრაციო ფოტო. კრემლმა 19 მარტს განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი ქალაქ მარიუპოლში იმყოფებოდა
საილუსტრაციო ფოტო. კრემლმა 19 მარტს განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი ქალაქ მარიუპოლში იმყოფებოდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხერსონის ოლქში იმყოფებოდა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს. ოფიციალურ საიტზე დღეს, 18 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინმა სამხედრო დაჯგუფების, „დნეპრის“ შტაბში ანგარიშები მოისმინა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ტეპლინსკის, დაჯგუფება „დნეპრის“ სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ მაკარევიჩისა და სხვა მეთაურებისგან.

კრემლის ოფიციალური შეტყობინებიდან გაურკვეველია, როდის იმყოფებოდა პუტინი უკრაინის ამ ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები ხაზს უსვამენ, რომ პრეზიდენტი პუტინი ხერსონის ოლქში პირველად ჩავიდა ამ ტერიტორიის „რუსეთის ახალ რეგიონად“ გამოცხადების შემდეგ.

ერთი თვის წინ, 19 მარტს, კრემლმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ქალაქ მარიუპოლში იმყოფებოდა. უკრაინის დონეცკის ოლქის ეს ქალაქი რუსეთმა 2022 წლის მაისში დაიპყრო.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG