ევროკავშირის საბჭომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში 1 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების გამოყოფა დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ 13 აპრილს გამოაცხადა.
აღნიშნული ნაბიჯი შესაძლებელს გახდის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მიიღონ კომპენსაცია თავიანთი მარაგებიდან უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების ან 2023 წლის 9 თებერვლიდან 23 მაისის განმავლობაში შეცვლილი შეკვეთების სანაცვლოდ.
"დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით, ძალაში შედის ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული ისტორიული შეთანხმების პირველი ნაწილი, ხელი შევუწყოთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას. არ არსებობს ევროკავშირის ერთიანობისა და გადაწყვეტილების უკეთესი გამოვლინება, რომ გააგრძელოს მხარდაჭერა უკრაინის ლეგიტიმური უფლებისა, დაიცვას თავი სასტიკი რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში", – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.
ამ გადაწყვეტილებით ძალაში შედის უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დაჩქარებული მიწოდების შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის 20 მარტის შეთანხმების პირველ ნაწილი. საბჭოს ინფორმაციით, ასევე 4.6 მილიარდ ევრომდე იზრდება ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო ოდენობა.