Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამჩატკაზე ამოიფრქვა ვულკანი, შეიქმნა ფერფლის მასშტაბური ღრუბელი


არქივის ფოტო: კამჩატკის ვულკანის, შიველუჩის ამოფრქვევა
არქივის ფოტო: კამჩატკის ვულკანის, შიველუჩის ამოფრქვევა

11 აპრილს ამოიფრქვა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, რის შედეგადაც შეიქმნა ფერფლის მასშტაბური ღრუბელი, სოფლები გაეხვა ვულკანის ნაცრისფერ მტვერში, რასაც საავიაციო გაფრთხილების ამოქმედება მოჰყვა აღმოსავლეთით, კამჩატკის ნახევარკუნძულის გარშემო.

ფერფლის ცვენა კამჩატკის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში
ფერფლის ცვენა კამჩატკის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში

ვულკანი შიველუჩი ამოიფრქვა შუაღამის დადგომიდან მალევე და კრეშჩენდოს დაახლოებით ექვს საათში მიაღწია - მისგან ამოფრქვეულმა ფერფლის ღრუბელმა მოიცვა 108 000 კვადრატული კილომეტრი. ვულკანიდან მოედინებოდა ლავის ნაკადები, რამაც გამოიწვია თოვლის დნობა და ახლოს მდებარე გზებზე ღვარცოფების საფრთხის შესახებ გაფრთხილების გავრცელება.

XS
SM
MD
LG