Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიკოთზე გზაზე ქვათაცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა


საავტომობილო გზა რიკოთის უღელტეხილთან
საავტომობილო გზა რიკოთის უღელტეხილთან

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (147-ე კმ-ზე) მცირე ქვათაცვენის გამო, ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძ ზესტაფონის მონაკვეთზე [კმ 114-კმ 194 მონაკვეთზე] ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

უწყების განცხადებით, გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით იმოძრავებს, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით.

XS
SM
MD
LG