რადიო თავისუფლების მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, 1 იანვრიდან 1 აპრილამდე საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა კიდევ 5332 ახალი ბიზნესსუბიექტი დაარეგისტრირეს. მათი უმეტესობა კვლავ ინდ. მეწარმის სტატუსით რეგისტრირდება. ახლად რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან მხოლოდ 8 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 200-მდე შპს-ა, ყველა დანარჩენი ინდ. მეწარმის სტატუსით არის დარეგისტრირებული.
თვეების მიხედვით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტები 2023 წლის დასაწყისში ასე ნაწილდება:
- იანვარი - 1363 (აქედან 3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 53 შპს)
- თებერვალი - 2 649 (აქედან 3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 62 შპს)
- მარტი - 1 320 (აქედან 2 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 76 შპს)
2022 წელს, საქართველოში 15 ათასამდე ახალი ბიზნესსუბიექტი დაარეგისტირეს რუსეთის მოქალაქეებმა.