აშშ-მა განახორციელა სამხედრო ოპერაცია, რომელსაც სირიაში ორშაბათს ემსხვერპლა ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი - ამ ცნობას სამშაბათს ავრცელებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური ხელმძღვანელობა (CENTCOM). ლიდერის სიკვდილი არის მორიგი დარტყმა ჯგუფზე, რომელიც ერთ დროს მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით იწვევდა შიშს.
განცხადების თანახმად, მოკლული ლიდერი, ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბური, გეგმავდა "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმებს ევროპაში და შეიმუშავებდა ჯგუფის ხელმძღვანელობის სტრუქტურას.
2014 წელს "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებდა ტერიტორიებს ერაყსა და სირიაში - სანამ მას წინააღმდეგობის შედეგად ორივე ქვეყანაში მოუწევდა უკან დახევა. გაეროს მიერ თებერვალში გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ექსტრემისტულ ჯგუფს სირიასა და ერაყში ჰყავს 5000-დან 7000-მდე წევრი და მხარდამჭერი და მათ შორის დაახლოებით ნახევარი მებრძოლებია.