Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რესპუბლიკურთან“ კლინიკის დემონტაჟის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა


„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ ჩატარდა აქცია ლოზუნგით "რესპუბლიკური ჩვენი სახლია". აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს შენობის დაგეგმილი დემონტაჟი. მათი თქმით, შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა, მისი დანგრევისა და ახლის აშენების შემთხვევაში ამჟამად იქ მომუშავე პერსონალი სამსახურს დაკარგავს.

„ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება.ის რომ რეაბილიტაცია საჭირო, ეს ცალსახაა", - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილემ, მედიკოსმა ნინო ხაჭაპურიძემ.

თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ მთავრობა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დანგრევას აპირებდა და რომ სახელმწიფო „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას“ დაახლოებით ორწელიწად-ნახევარს მოანდომებს.

მინისტრის განცხადებას „რესპუბლიკურის“ ექიმების პროტესტი მოჰყვა, აქამდე ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სახელმწიფო რეაბილიტაციის ძველ გეგმას მიჰყვებოდა.

ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მის მიერ ინტერვიუში ნათქვამი „იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა.“ მინისტრის თქმით, რეკონსტრუქციის დროს პირველ რიგში ხარჯთეფექტურობა უნდა შეფასდეს.

XS
SM
MD
LG