Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვისმიეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ანგარიშზე


მამუკა მდინარაძე საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წადგენის შეფასებისას მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ როგორც მოსალოდნელი იყო პრეზიდენტისგან მოისმინეს უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა, რომელსაც კონკრეტული მიზნები გააჩნდა და ეს მიზნები მამუკა მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზნებთან თანხვედრაში გამოიყურება.

2011 წლიდან მოყოლებული, იმ დროიდან როდესაც "ქართული ოცნება" არ იყო ჯერ ხელისუფლებაში დაიგეგმა სპეცოპერაცია „ქართული ოცნების“ პიარული გარუსების შესახებ და ამ სპეცოპერაციის, ამ მავნებლობის მსხვერპლი ქალბატონი სალომეც გახლდათ. 2018 წელს, თუმცა შეიძლება ხელშეწყობაც იყო მისი მხრიდან, მაგრამ ეს ნარატივი სამწუხაროდ პრეზიდენტის კანდიდატზეც იყო გატარებული, ეს გრძელდება დღესაც. მაგრამ დღეს სამწუხაროა იმდენად რამდენადაც თავად პრეზიდენტმა ერთ-ერთ მიზნად როგორც ჩანს დაისახა, რომ ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი, მისი გამოსვლის ერთ-ერთი და მთავარი მიზანი ეს გახლდათ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან სალომე ზურაბიშვლის ჰკითხა, როგორც გადარჩებოდა საქართველო ომს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელობის მოწოდებებს რომ აჰყოლოდა - „რისკების დაზღევა როგორ შეიძლებოდა, ამას ალბათ გვეტყვით, გვასწავლით“, - მიმართა მან პრეზიდენტს.

„თქვენ კონსპირაციაზე საუბრობდით, ვთქვათ არ დავიჯეროთ არც ერთი სიტყვა, რომ კულისებში რაღაც ხდება, დავუშვათ რომ კულისებში საერთოდ არაფერი არ ხდება არავინ არაფერს არ სთხოვს არავის და მხოლოდ ის ვიცით რაც ხელისგულზე დევს და საჯაროა, ამ ყველაფერს რომ შევყოლოდით ომის გამორიცხვა და რისკების დაზღვევა როგორ ხდებოდა?“, -იკითხა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლით „სტარტი მისცა პოლარიზაციის ახალ ტალღას“ და "ქართული ოცნების" პრურუსულად წოდების ნარატივის გაძლიერებას. ამასთან მდინარაძის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანიდატის სტატუსის არმინიჭების თემა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი გზით შეცვლის მიზეზად და დასვა კითხვა ირიბად და პირდაპირ ხომ არ ემთხვევა ამ მიზნებს სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, მაშინ როცა ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

„თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ და თითქმის ბოლომდე გასულ შესრულებულ რეკომენდაციებს უწოდეთ ფორმალურად შესრულებიული. დღეს ამბობთ, რომ კიდევ არ იმსახურებს, რატომ ემთხვევა სამივე მიზანი ასე რადიკალური ოპოზიციის მიზნებს, იქნება ეგ აგვიხსნათ?

მდინარაძემ გაიმეორა წინა დღით გაკეთებული კომენტარიც, რომ "ქართულ ოცნებაზე" ახია რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეუწყვეს ხელი. მისი თქმით, ეს ფრაზა თვითონ არ მოუგონია და აჭარაში გამართული შეხვედრებისას მათმა ამომრჩევლებმა უთხრეს. მდინარაძის თქმით, დღეს სალომე ზურაბიშვილის პოზიციები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს ვინც ხმა მისცა და ეთანხმება მათ პოზიციებს ვინც „მოღალატეს გეძახდათ და აგენტს აგერ რამდენიმე წლის წინ“.

პარლამენტში ყოველწიული ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს და მთავრობის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კონსპირაციული თეორიების მიუხედავად საზოგადოებისთვის ცნობილია ევროკავშირის მშვიდობიანი მისწრაფებები.

კრიტიკულად შეაფასა ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში და საყვედური გამოთქვა ევროინტერგაციის კურსიდან გადახვევის გამო.

სალომე ზურაბიშვილს შემაჯამებელი სიტყვით არ უსარგებლია. შესაბამისად პასუხები არ გაუცია მამუკა მდინარაძის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან დასმული შეკითხვებისთვის.

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის მინისტრები, სასულიერო პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმღძვანელი ელჩები.

XS
SM
MD
LG