ირაკლი და კირილი ერთმანეთს პირველად რადიო თავისუფლების სტუდიაში შეხვდნენ. ირაკლი ქართველი ისტორიკოსია. კირილი რუსი ტელეპროდიუსერი. ისინი მონაწილეობდნენ პროექტში „რუსები და ქართველები ერთმანეთზე“. 2023 წლის თებერვალში პროექტის 10-მა მონაწილემ 14 შეკითხვას უპასუხა.
ამ პროექტის მიზანი იყო გაგვეგო რამდენად კარგად ესმით ქართველებს და რუსებს ერთმანეთის. პირველი სერიის შემდეგ, მონაწილეებს პირისპირ საუბარი შევთავაზეთ.