ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად კაცი დაიღუპა, ფიჭვნარში კი მცირეწლოვანი ბავშვი მსუბუქად დაშავდა. ძლიერი ქარი შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე 19:45 ამოვარდა. ქობულეთში ხე ტაქსის ავტომანქანას დაეცა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია ქობულეთის მერიის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს. მერიის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში ქარმა საცხოვრებელი სახლების დიდ ნაწილს სახურავები გადახადა. მოგლეჯილია ხეებიც. დაზიანდა ავტომანქანები.
ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლების ნაწილს სახურავები დაუზიანდა. ქარის დროს მშენებარე კონსტრუქციებიდან სამშენებლო მასალები გადმოცვივდა. დაზიანდა ავტომობილები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს რომ რამდენიმე ათეული შეტყობინება შევიდა.
ხეები მოგლიჯა და ქალაქის ინფრასტრუქტურა დაზიანდა ხელვაჩაურში.