Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არის ალბათ, კი" - ზურაბიშვილმა უპასუხა შეკითხვას - არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი?


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან" ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხება „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. ზურაბიშვილის ამბობს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, თუმცა, პრეზიდენტის აზრით, ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი.

შეკითხვას - ტერმინი ოლიგარქი თქვენთვის არ არის მისაღები ივანიშვილთან მიმართებით? სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „რატომაც არა. ოლიგარქობა რას ნიშნავს, რას არ ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ვენეციის კომისიის პასუხი ამ დე ოლიგარქის კანონზე არ არის რაღაც რომ ინდივიდუალურად, რომელია. ახლა ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი არიან, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის. ვენეციის კომისიის მიდგომა ამ საკითხზე არის, რომ თქვენ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. უნდა მიიღოთ ისეთი კანონმდებლობა რომელიც იქნება პრევენციული, რომ არავინ შეძლოს რომ მიიღოს მეტი გავლენა".

წამყვანმა შეკითხვა დააზუსტა - ივანიშვილი ოლიგარქია? პრეზიდენტმა უპასუხა: „არის ალბათ, კი. ოლიგარქი იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი ვიდრე ოლიგარქიზმი. სისტემის არგამჭვირვალეობა. ამის თქმა მინდა, რომ საჭირო არის, რომ ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა და ა.შ."

ვენეციის კომისიას არაერთი შენიშვნა აქვს დეოლიგარქიზაციასა და სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებულ, მანამდეც სადავო კანონპროექტებზე. ეს კანონპროექტები, და შესაბამისად შენიშვნებიც, პირდაპირ უკავშირდება ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობის შესრულებას.

ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 პირობაში ერთ-ერთი საკითხი არის დეოლიგარქიზაცია.

2022 წლის 13 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ თქვა: „თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“.

2023 წლის 15 თებერვალს ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც უკვე მეორედ, ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქი" უწოდეს და მოითხოვეს მისთვის სანქციების დაწესება.

XS
SM
MD
LG