„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის სიტყვები „ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს”.
ხაზარაძე ფეისბუკზე წერს, რომ შს ყოფილი მინისტრის განცხადებები წინააღმდეგობაშია ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთანაც:
„პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რომ ისევ ნაც-ქოცურ რეალობაში ამყოფონ ქვეყანა. ეს ამბავი დასამთავრებელია თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს! ეს განცხადება ასევე წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და კერძოდ ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთან“, - წერს “ლელოს“ ლიდერი.
საქართველოს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ახალი ხელმძღვანელობა ბრძოლა გაგრძელებს, მათ შორის, აქციების გზითაც. Ukrinform-ის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე SAVE MISHA, რომელიც 10 მარტს გაიმართა, მერაბიშვილმა ისიც თქვა, რომ ახლა მისი და მისი თანამოაზრეების მთავარი მიზანი საქართველოში მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლაა.