ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაში, კანონპროექტის გაწვევის შესახებ, ხედავს რისკებსაც და შანსსაც: "ეს არის უკანდახევა, მაგრამ ისინი ცდილობენ სახე შეინარჩუნონ. ეს, რა თქმა უნდა, არის ვირეშმაკობა, რა თქმა უნდა, არის ტრიუკი, მაგრამ ამავდროულად, ეს არის შანსი, რომ ქვეყანამ გააგრძელოს სვლა დასავლეთისკენ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - 12 პუნქტი, რომელიც ყველას დაგვავიწყდა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი".