Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს


პარლამენტთან რუსეთის დროშა დაწვეს. 2023 წლის 6 მარტი
პარლამენტთან რუსეთის დროშა დაწვეს. 2023 წლის 6 მარტი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რუსეთის ფედერაციის მცირე ზომის დროშა დაწვეს.

მანამდე საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს.

პარლამენტის შენობას აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს
პარლამენტის შენობას აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს

დღეს დილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავს კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს.

პარალელურად აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან.

XS
SM
MD
LG