Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სავიზო რეჟიმის გამარტივება-გაუქმებას გეგმავს 17 ქვეყანასთან - საქართველო მათ შორის არ არის


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთი ამზადებს 6 ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებებს. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ივანოვმა. მისი ინფორმაციით, ორმხრივ საფუძველზე სავიზო რეჟიმის გამარტივების სამთავრობო შეთანხმებების პროექტები მზადდება ინდოეთთან, ანგოლასთან, ვიეტნამთან, ინდონეზიასთან, სირიასა და ფილიპინებთან.

ივანოვის თანახმად, უვიზო მიმოსვლის მიზნით შეთანხმებები მზადდება 11 ქვეყანასთან: ბაჰრეინთან, ომანთან, საუდის არაბეთთან, ბაჰამის კუნძულებთან, ბარბადოსთან, ჰაიტისთან, ზამბიასთან, ტრინიდადი და ტობაგოსთან, კუვეიტთან, მალაიზიასა და მექსიკასთან.

2022 წლის დეკემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად „დადებითი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც კი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნება“.

2023 წლის იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ "დასავლეთის ზეწოლის" მიუხედავად, უკრაინაში ომის გამო რუსეთს სანქციები არ დაუწესა, დუმის დეპუტატების ნაწილმა კი განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის დასაწყისში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ივლისიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები - თბილისში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG