ბექა ყორშია აღმოსავლეთმცოდნეა. თავიდან კუვეიტში, შემდეგ კაიროს უნივერსიტეტში სწავლობდა. თუმცა პოპულარობა ჯერ თავისი მხიარული ფეისბუკსტატუსებით, მერე კი სატირული სიუჟეტებით მოიპოვა „მთავარ არხზე“. სანამ ქართველი ჩინოვნიკების, კორუმპირებული პოლიტიკოსების დაცინვას დაიწყებდა, სოციალურ ქსელებში მამა ამოიჩემა, როგორც იტყვიან ხოლმე - „შაირობდა“... მამის გარდაცვალების შემდეგ პირველად დადო ძალიან სევდიანი და სერიოზული პოსტი. ბექა დაუნდობელია, მაგრამ უსაზღვროდ უყვარს ადამიანები. ამაში დარწმუნდებით, თუკი ნახავთ „შვილის“ მორიგ ეპიზოდს.