Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთი ნატოში გაწევრიანების გარშემო თურქეთთან მოლაპარაკებას განაახლებს


შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსსონი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეფეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის დროს. 22 ნოემბერი, 2022 წელი
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსსონი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეფეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის დროს. 22 ნოემბერი, 2022 წელი

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაახლებს ნატოში თავისი გაწევრიანების გარშემო თურქეთთან მოლაპარაკებას მარტის თვეში.

უკვე 20 თებერვალს განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკებები განახლდებოდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთი ეწინააღმდეგება ნატოში შვედეთის, და ასევე ფინეთის წევრობას. ანკარა განსაკუთრებით, შვედეთისგან მოითხოვს ექსტრემისტული გაერთიანებების, როგორიცაა ქურთისტანის აკრძალული მუშათა პარტია, წევრებისადმი მკაცრ მიდგომას და მისი წევრების თურქეთისთვის გადაცემას.

ნატოში გაერთიანებისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.

შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს, რასაც დასავლეთის ქვეყნები მიესალმნენ. სკანდინავიის ქვეყანამ თურქეთის რამდენიმე მოთხოვნა დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG