Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური შევჩუკი: "სამშობლო, დაბრუნდი შინ!"


იური შევჩუკი
იური შევჩუკი

როკ ჯგუფ „დდტ“-ს (ДДТ) ლიდერმა იური შევჩუკმა ჩაწერა ახალი ვიდეო კლიპი "სამშობლო, დაბრუნდი შინ".

სიმღერაში მომღერალი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი და საკუთარ საქმეებს მიხედოს.

შევჩუკმა კლიპი გადაიღო პროდიუსერ და კომპოზიტორ დმიტრი ემელიანოვთან თანამშრომლობით.

როკმომღერალმა ლექსი „სამშობლო, დაბრუნდი შინ“ დაწერა 2022 წლის ზაფხულში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვეში. შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით კი როკერმა სწორედ ამ ლექსზე დაწერა სიმღერა.

"ნუ გადახვალ ჭკუიდან - ეს არ არის შენი ომი", - მოუწოდებს შევჩუკი მსმენელს.

2022 წელს შევჩუკი დააჯარიმეს 50 ათასი რუბლით: მომღერალი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის არმიის ქმედებების დისკრედიტაციაში. დაჯარიმების მიზეზად დასახელდა უფაში გამართულ კონცერტზე გაკეთებული ომის საწინააღმდეგო განცხადება.

  • უკრაინაში შეჭრის შემდეგ დდტ-ს კონცერტები რუსეთში სისტემატარად უქმდება ე.წ. "ტექნიკური მიზეზების გამო".
  • 2022 წლის ზაფხულში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია „რუსეთში აკრძალულ არტისტთა" სიის არსებობის შესახებ. ამ სიაში აღმოჩნდნენ: „დდტ“, „ბი-2“, „აკვარიუმი“, „პრონოფილმები“, რეპერები ფეისი და ოქსიმირონი, შემსრულებლები ზემფირა, მონეტოჩკა და ვასია ობლომოვი - სულ სიაში ორმოცდაათზე მეტი სახელია. ბევრ მუსიკოსს უკვე შეექმნა პრობლემები კონცერტების გაუქმების სახით, ზოგიერთი კი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელ აგენტთა რეესტრში შეიყვანა.
XS
SM
MD
LG