დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, თანამდებობის დატოვებიდან ექვსი თვის თავზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან თანამდებობის დატოვების შემდეგ მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. წერილზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს მისწერა და რომელიც ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვეს მედიასაშუალებებმა. იყო თუ არა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრსა და დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს შორის, როგორ აფასებს ის პანდემიის პერიოდს? იყო თუ არა შესაძლებელი კოვიდ-პაციენტების უკეთ მართვა და პანდემიიდან ნაკლები დანაკარგით გამოსვლა? რა შენიშვნები აქვს ამირან გამყრელიძეს ჯანდაცვის ამჟამინდელ სისტემასთან და რას საქმიანობს ის დღეს?