Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინმა პირველად აღიარა "ტროლების ფაბრიკის" შექმნა


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არის დაახლოებული, პირველად აღიარა, რომ შექმნა „საინტერნეტო კვლევის სააგენტო“ - ე.წ. „ტროლების ფაბრიკა“, რომლის თანამშრომლები პროპაგანდისტული პოსტების წერით იყვნენ დაკავებული. ამის შესახებ მან უცხოელ ჟურნალისტთა ჯგუფს განუცხადა.

„სიამოვნებით გიპასუხებთ. არასოდეს ვყოფილვარ ‘საინტერნეტო კვლევის სააგენტოს’ უბრალოდ დამფინანსებელი. ის მე მოვიფიქრე, მე შევქმენი, მე ვხელმძღვანელობდი დიდი ხნის განმავლობაში. ის შეიქმნა რუსეთის საინტერნეტო სივრცის დასაცავად დასავლეთის მხრიდან თავხედური აგრესიული პროპაგანდისტული თეზისების წინააღმდეგ,“ განაცხადა პრიგოჟინმა 14 თებერვალს.

პრიგოჟინის „ტროლების ფაბრიკა“ დასპეციალებულია ყალბი ანგარიშების შექმნასა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში.

2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრალდება წაუყენა „საინტერნეტო კვლევის სააგენტოს“ და კიდევ ორ კომპანიას, რომლებსაც პრიგოჟინი აკონტროლებს, ასევე თავად პრიგოჟინსა და რუსეთის კიდევ 15 მოქალაქეს, რომლებიც სავარაუდოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ერეოდნენ.

სამშაბათს პრიგოჟინმა ასევე აღიარა, რომ სივრცე დაუთმო კიდევ ერთ „ტროლების ფაბრიკას“ - Cyberfront Z-ს, რომელიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

XS
SM
MD
LG