„შვილის“ ახალ ეპიზოდში გელა ბაბლუანი ინტერნაციონალურ პროფესიულ სასწავლებელს გვათვალიერებინებს, გვიამბობს, როგორი გავლენა მოახდინა მასზე მამის, კინორეჟისორ თემურ ბაბლუანის შემოქმედებამ, რატომ იყო მნიშვნელოვანი ქართული კინოსთვის „ბეღურების გადაფრენისა“ და „უძინართა მზის“ გამარჯვება. გელა იხსენებს თემურ ბაბლუანის წიგნსაც „მზე, მთვარე და პურის ყანა“, რომელიც მალე ფრანგულ ენაზე გამოიცემა, და რასაკვირველია, საუბრობს თავის ფილმებზე, ჰოლივუდში მოღვაწეობის გამოცდილებაზე.