Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი ტანკისტები წვრთნის გასავლელად ბრიტანეთში ჩავიდნენ


"დიდი ბრიტანეთი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკრაინას Challenger 2 კლასის ტანკებს მიაწვდის, რაც საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერის სიძლიერის დემონსტრირებას მოახდენს", - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.
"დიდი ბრიტანეთი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკრაინას Challenger 2 კლასის ტანკებს მიაწვდის, რაც საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერის სიძლიერის დემონსტრირებას მოახდენს", - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

უკრაინელი ტანკისტები ბრიტანეთში ჩავიდნენ საწვრთნელი პროგრამის ფარგლებში, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"დიდი ბრიტანეთი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკრაინას Challenger 2 კლასის ტანკს მიაწვდის, რაც საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერის სიძლიერის დემონსტრირებას მოახდენს", - ნათქვამია შეტყობინებაში.

უკრაინა აშშ-დან მიიღებს 31 ცალ „აბრამსს“, ხოლო გერმანიიდან - 14 „ლეოპარდ-2-ს". გერმანია ასევე უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებს, გადასცენ კიევს მათ შეიარაღებაში არსებული „ლეოპარდები“. სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებს სულ 100-მდე თანამედროვე ტანკს, ბრიტანული „ჩელენჯერ 2-ების" ჩათვლით. არაა გამორიცხული, რომ მალე საფრანგეთმაც გამოაცხადოს უკრაინისათვის თავისი „ლეკლერკების“ მიწოდებაზე.

დეკემბრის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ერთი შეტევითი ოპერაციისთვის, სულ მცირე, 300 ტანკი სჭირდება.

XS
SM
MD
LG