Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცმა კიდევ ერთხელ თქვა უარი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ თქვა უარი თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიამ უარი თქვა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე, რათა "ფსონები არ გაიზარდოს" და ასევე " ბერლინს სურს, თავიდან აიცილოს შესაძლო ესკალაცია ნატოსა და რუსეთს შორის."

"თუ გერმანიაში კიდევ ერთი დებატები დაიწყება მას შემდეგ, რაც ახლახან იქნა მიღებული გადაწყვეტილება Leopard 2 ტიპის ტანკების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ, ეს არასერიოზულ შთაბეჭდილებას მოახდენს და შეარყევს მოქალაქეთა ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ", - განაცხადა შოლცმა.

მანამდე ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისი მთავრობა განიხილავს F-16 გამანადგურებლების კიევისათვის გადაცემის საკითხს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როსტისლავ კუჩერმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად არის საბჭოთა მიგ-29 კლასის გამანადგურებლები გადასცეს უკრაინას და სხვა ქვეყნებსაც მისცემს ამის ნებას.

25 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჭიროა უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხის განხილვაზე გადასვლა.

XS
SM
MD
LG