Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: ლუგანსკის ოლქში შეიმჩნევა რუსული ძალების პირადი შემადგენლობის შემცირება


უკრაინის არმიის ტანკი ლუგანსკის ოლქში. 2023 წლის იანვარი
უკრაინის არმიის ტანკი ლუგანსკის ოლქში. 2023 წლის იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 10 დღეა ლუგანსკის ოლქის ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში შეიმჩნევა რუსეთის სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის შემცირება. უკრაინის გენშტაბის თანახმად, პრაქტიკად იქცა, რომ წინა ხაზზე ძირითადად, მობილიზებულებს უშვებენ, რეგულარული ჯარების სამხედროები კი, ყველა საშუალებით ცდილობენ ზურგში დარჩენას.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, ლუგანსკის საოკუპაციო ადმინისტრაციამ დაიწყო ქალაქიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების მეორე კორპუსის სამხედროთა ოჯახების ევაკუაცია რუსეთის ტერიტორიაზე. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

XS
SM
MD
LG