Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო რეესტრმა ცხინვალში დემოგრაფიული ვითარების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა


ფოტო არქივიდან: ქალაქი ცხინვალი
ფოტო არქივიდან: ქალაქი ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეესტრმა მოსახლეობის შობადობისა და სიკვდილიანობის შესახებ გასული წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი" ავრცელებს.

რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს ქ.ცხინვალში 103 ბავშვი დაიბადა. დაღუპულთა რაოდენობამ კი 430 ადამიანი შეადგინა. რეესტრი ახლად შექმნილი ოჯახების და განქორწინებული წყვილების სტატისტიკასაც აქვეყნებს. გასულ წელს 123 წყვილმა იქორწინა.

„ყველაზე პოპულარული თარიღი პალინდრომი, იგივე სარკის თარიღი აღმოჩნდა - 22.02.2022. ამ დღეს ნამდვილი საქორწილო ბუმი გვქონდა, 13 წყვილმა გამოთქვა ხელის მოწერის სურვილი. 2022 წელს 83 წყვილი დაშორდა“, - განაცხადა ცხინვალის რეესტრის თანამშრომელმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდების ნაწილი ახლა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძვის. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, რუსეთის მე-4 საოკუპაციო-სამხედრო ბაზიდან გაწვეულების და მოხალისეების რაოდენობა დაახლოებით ათას კაცს შეადგენს. გასულ წელს უკრაინის ომში 20-ზე მეტი ცხინვალელი ახალგაზრდა მებრძოლი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG