Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, ბაბიშს, ეჭვი შეაქვს ნატოს საერთო თავდაცვის ვალდებულებაში


ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატები, ანდრეი ბაბიში (მარცხნივ) და ნატოს ყოფილი გენერალი, პეტრ პაველი (მარჯვნივ)
ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატები, ანდრეი ბაბიში (მარცხნივ) და ნატოს ყოფილი გენერალი, პეტრ პაველი (მარჯვნივ)

ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა ეჭვი შეიტანა ნატოს საერთო თავდაცვის ვალდებულებაში, რასაც მის მიმართ მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

ბაბიშს 22 იანვარს გამართულ სატელევიზიო დებატებში ჰკითხეს, გაგზავნის თუ არა სამხედროებს პოლონეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში, თუკი ამ სახელმწიფოებს თავს დაესხმებიან.

"არა, ამას ნამდვილად არ გავაკეთებ. მე მსურს მშვიდობა, არ მინდა ომი. და არცერთ შემთხვევაში არ გავგზავნიდი ჩვენს შვილებს, ჩვენი ქალების შვილებს ომში", - თქვა მან.

არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 27 და 28 იანვარს გაიმართება, ბაბიშის მეტოქე იქნება ნატოს ყოფილი გენერალი პეტრ პაველი.

სააგენტო Ipsos-ის მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგებით, გენერალ პაველს ხმების 58,8 პროცენტით მკაფიო უპირატესობა აქვს.

XS
SM
MD
LG