ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის ჩამორთმეული, 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება გამოყენებულ იქნეს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის - იუწყება Financial Times-ი 23 იანვარს.
მიშელის თქმით, მას სურს გაანალიზდეს გაყინული ქონების მოგების მოპოვებისთვის გამოყენების შესაძლებლობა და ეს მოგება შემდგომში უკრაინის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯოს, წერს ბრიტანული გამოცემა.
27 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა რუსეთის ქონება გაყინა უკრაინაში მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრის პასუხად.