ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი გასული კვირის ბოლოს, გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, ბერნსმა ზელენსკის გააცნო რუსეთის სავარაუდო, სამხედრო გეგმები უახლოესი პერიოდისთვის.
გამოცემის წყაროთა ცნობით, უკრაინულ მხარეს აინტერესებდა შეერთებული შტატებისგან დახმარების გაგრძელების პერსპექტივაც, მას შემდეგ, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს და ბერნსმა არ გამორიცხა, რომ გარკვეულ მომენტში დახმარების მიღება შესაძლოა, გართულდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევში იმყოფებოდა 2022 წლის ოქტომბერსა და ნოემბერშიც.