Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმენი გრეგორი მიკსი: შოლცს სურს, რომ ტანკები ერთად მივაწოდოთ უკრაინას


საილუსტრაციო ფოტო: გერმანული წარმოების "ლეოპარდის" ტიპის ტანკი
საილუსტრაციო ფოტო: გერმანული წარმოების "ლეოპარდის" ტიპის ტანკი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ამერიკელ კონგრესმენს განუცხადა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას მიაწვდის, თუ ტანკებს უკრაინას აშშ-ც გაუგზავნის.

ამის შესახებ AFP-ს უთხრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში უმაღლესმა წარმომადგენელმა დემოკრატიული პარტიიდან, გრეგორი მიკსმა.

შოლცი მზარდი ზეწოლის ქვეშაა ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ბერლინისგან ითხოვენ, უკრაინას მიაწოდოს თავისი წარმოების „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები.

„არსებითად, ეს უნდა იყვნენ აშშ და გერმანია. ამაში ეჭვი არ არის“, - უთხრა სააგენტო AFP-ს კონგრესმენმა მიკსმა დავოსში გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG