Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში გაიხსნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი


16 იანვარს შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში გაიხსნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება, წელს მასში რუსეთის არცერთი წარმომადგენელი არ მონაწილეობს.

„უკრაინაში ომმა და ოსტრაკიზმმა, რომელიც გამოუცხადეს რუსეთს დასავლეთში, სრულიად შეუშალა ხელი ოლიგარქების მონაწილეობას“, - ნათქვამია ცნობაში.

ფორუმზე არ იქნებიან არც ჩინელი ბიზნესმენები. ამის ფონია ქვეყანაში COVID-19-ის მზარდი ეპიდემია და ბაზრების ვარდნა. ამასთან, ფორუმზე გამოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰე.

ფორუმზე მოელიან 116 მილიარდერს, რაც 40%-ით მეტია, ვიდრე ათი წლის წინ. განსაკუთრებით გაიზარდა სპარსეთის ყურისა და ინდოეთის წარმომადგენელთა რიცხვი. დავოსის ფორუმზე ყველაზე მეტი მილიარდერი ტრადიციულად ჩავიდა აშშ-იდან, ევროკავშირიდან ფორუმს დაესწრება მხოლოდ 18 მილიარდერი, ბრაზილიიდან კი მხოლოდ ფოლადის მწარმოებელი გიგანტი ლაკშმი მიტალი და მისი შვილები.

რუსეთის წარმომადგენლები დავოსის ფორუმზე არ ყოფილან არც შარშან მაისში. მათი არყოფნის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.

1990-იანი წლებიდან მოკიდებული, დავოსის ფორუმში მონაწილეობა რუსეთის ბიზნესმენებისთვის იყო, ერთი მხრივ, პრესტიჟის ნიშანი, მეორე მხრივ - მას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰონდა. ცნობილია, რომ დავოსში, კერძოდ, დისკუსიები მიმდინარეობდა 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. 2000 წლის იანვარში სწორედ დავოსში დაუსვეს რუსეთის დელეგაციას შეკითხვა: „ვინ არის მისტერ პუტინი?“ რუსი ბიზნესმენები ფორუმს პანდემიის დაწყებამდე ესწრებოდნენ.

ეკონომიკის გარდა დავოსში პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთა მონაწილეობით. მათ შორის იქნება ომი უკრაინაში და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

XS
SM
MD
LG