2023 წლის დასაწყისიდან რუსული ჯარი უკრაინულ ქალაქ სოლედარს უტევს. ის ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარეობს, რომელიც უკრაინის თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია. ამბობენ, რომ სოლედარს რუსული ჯარისთვის სიმბოლური მნიშვნელობასაც აქვს, უამრავი მარცხების შემდეგ მათთვის ქალაქის აღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა აქ მდებარეობს ქვეყანაში ყველაზე მსხვილი, მარილმომპოვებელი საწარმო - „არტემსოლი“. სოლედარის ქვეშ კილომეტრების მანძილზე შახტებია გაჭიმული. რადიო თავისუფლების ფოტოგრაფი ეიმოს ჩეპლი იქ 2019 წელს იმყოფებოდა, სამი წლით ადრე, სანამ რუსეთი სოლედარს ნანგრევებად აქცევდა.
მარილი მიწისა. სოლედარი - შახტები და ნანგრევები

11
უშუალოდ სუფრის მარილის გარდა, „არტემსოლი“ მარილის სხვა პროდუქტებსაც აწარმოებდა.

12
მარილის ეს აგურები სამკურნალოდ გამოიყენება. მისი მეშვეობით აშენებენ სპელეოკამერებს ბრონქული ასთმით დაავადებულებისთვის.

13
უკვე შეფუთული მარილი.

14
„არტემსოლის“ ძველი აბრა ომის დროს სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობის განსასაზღვრად გამოიყენებოდა.

15
უკრაინელი სამხედროები სოლედართან.

16
უკრაინული ტანკი სოლედართან, 8 იანვარი, 2023 წელი.

17
სოლედარის ფოტოები თანამგზავრიდან. დაამზადა კომპანია Maxar-მა. ფოტოები გადაღებული 2022 წლის 1 აგვისტოსა და 2023 წლის 10 იანვარს.