საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს, 13 იანვარს, 9 მსჯავრდადებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ისინი სრულად გათავისუფლდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
შეწყალებული მსჯავრდადებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
შეწყალების საკითხზე დამატებითი დეტალები უცნობია.