Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელ იმამს რუსეთის სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა


იმამი რაიფ ფევზიევი განაჩენის გამოცხადების დროს დონის როსტოვის საოლქო-სამხედრო სასამართლოში. 12 იანვარი, 2023 წელი
იმამი რაიფ ფევზიევი განაჩენის გამოცხადების დროს დონის როსტოვის საოლქო-სამხედრო სასამართლოში. 12 იანვარი, 2023 წელი

დონის როსტოვის სამხედრო-საოლქო სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყირიმელ იმამსა და აქტივისტს, რაიფ ფევზიევს. ის დამნაშავედ ცნეს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისა და ხელისუფლების ხელში აღების გეგმის მომზადებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია უფლებადამცველმა პროექტმა „ყირიმის სოლიდარობამ“ გაავრცელა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველ 3 წელს მსჯავრდადებული საპატიმროში გაატარებს, ამის შემდეგ მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანენ.

ფევზიევის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი გახდა რუსეთში აკრძალულ ორგანიზაცია "ჰიზბ-უტ-ტაჰრირში" მონაწილეობა. რუსეთის ხელისუფლება მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობა ნებადართულია ევროპის უმეტეს ქვეყნებსა და უკრაინაში, რომელსაც, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეკუთვნის ყირიმის ნახევარკუნძული.

"ჰიზბ-უტ-ტაჰრირის" საქმეზე რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმში 2014 წლიდან 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ადამიანის უფლებათა ცენტრი „მემორიალი“ მათ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ფევზიევმა უარყო მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქმე შეთითხნილია.

XS
SM
MD
LG