Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევ-პეჩორის ლავრა არასოდეს გახდება სხვისი


ვოლოდიმირ ზელენსკი, 2023 წლის 7 იანვარი
ვოლოდიმირ ზელენსკი, 2023 წლის 7 იანვარი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში შობის დღესასწაული მიულოცა მათ, ვინც ამ დღეს 7 იანვარს აღნიშნავს და თქვა, რომ მოხარულია იმის გამო, თუ რამდენი ადამიანი, მათ შორის, მებრძოლი დაესწრო ღვთისმსახურებას კიევ-პეჩორის მონასტერში, სადაც უკრაინისთვისაც ილოცეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ლავრაში გაისმა და კვლავაც გაჟღერდება გულწრფელი ლოცვა უკრაინისთვის და რომ ეს ლავრა არასოდეს გახდება სხვისი. უკრაინის დამოუკიდებლობა ყველა ასპექტში უნდა იყოს ძლიერი და ასეც იქნება. თქვენ და ჩვენ გავაკეთებთ ამას, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ განწყობის შენარჩუნება, რაც იგრძნობოდა შობის ღამეს: „უკრაინის გაძლიერებით და ისტორიული სამართლიანობის მიღწევით გამოწვეული სიხარულის გრძნობის“.

7 იანვარს ასობით მორწმუნე დაესწრო ღვთისმსახურებას კიევ-პეჩორის ლავრის მონასტერში, სადაც ქვეყანა რუსეთთან ომის ფონზე აღნიშნავდა მართლმადიდებლურ ქრისტესშობას.

მიტროპოლიტმა ეპიფანემ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, რომელიც საშობაო წირვას უძღვებოდა, ღვთისმსახურებისას თქვა, რომ უკრაინამ უკვე მიაღწია "ზნეობრივ გამარჯვებას" ამ ომში.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვთან ურთიერთობა გაწყვიტა მაისში, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

XS
SM
MD
LG