რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ, უკრაინის აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების ფონზე, კიევის დასავლელი მოკავშირეები გეგმავენ, უკრაინის არმიას მაღალი ტექნოლოგიის, დაჯავშნილი საბრძოლო მანქანები მიაწოდონ.
ყოველდღიურ ბრიფინგზე 5 იანვარს უკრაინის არმიამ გამოაცხადა, რომ მოკლულია ან დაიჭრა 800-ზე მეტი რუსი სამხედრო, ძირითადად ქალაქების, დონეცკისა და ბახმუტის გარშემო, და დონეცკის რეგიონის სხვა ადგილებში.
ინტენსიური ბრძოლის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 4 იანვარს დაადასტურა, რომ ვაშინგტონი გეგმავს უკრაინას გაუგზავნოს Bradly-ის ტიპის სახმელეთო მანქანები. M2 Bradley აშშ-ის არმიისთვის 1981 წლიდანაა მთავარი სახმელეთო საბრძოლო მანქანა და მის არსენალში ათასობით ასეთი მანქანა მოიპოვება.
არსებობს მოლოდინი, რომ ვაშინგტონი მომავალ დღეებში გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს.
კიევი დასავლეთის მთავრობებს სთხოვს მძიმე დაჯავშნილ მანქანებს, განსაკუთრებით აშშ-ის წარმოების Abrams-ის და გერმანიის Leopard-ის საბრძოლო ტანკებს.