ახალი წლის ღამეს თბილისის ცენტრალურ ნაძვის ხეს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ დგას, ცეცხლი გაუჩნდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია - შესაძლო ეს იყოს ფეიერვერკებით გაჩენილი ცეცხლის კერა.
ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურიც.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თბილისის მერიის დაქვემდებარებულ კომპანია "თბილსერვისჯუგფს" იმის გასარკვევად, ჩაირთვება თუ არა თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.