საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავრცელებს 140-ზე მეტი ყოფილი საჯარო მოხელის განცხადებას პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. განცხადებას თან ერთვის ამონარიდები სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნიდან, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა ლაპარაკი.
ხელმომწერებს შორის არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, დეპუტატები, მოსამართლეები, მინისტრები და ა.შ.
"ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი. გასათვალისწინებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ მოიშუშა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი მოკვდინების ტრავმა", - წერია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობა შურისძიების მიზეზი არ უნდა იყოს და აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა:
"პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა; ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე".
გიორგი მარგველაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
განცხადებას ხელს აწერენ:
- გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, 2013-2018 წწ.
- დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2008-2012 წწ.
- ნემო ბურჭულაძე, 1990-1991 წლების პარლამენტის თავმჯდომარე დევნილობაში;
- ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2004-2008 წწ.
- დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2012-2016 წწ. (ჩანაწერით „ვუერთდები მოთხოვნას“).
- სერგი კაპანაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, 2016-2020 წწ.
- მიხეილ მაჭავარიანი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, 2004-2012წწ.
- ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, 2012-2018 წწ.
- ხათუნა გოგორიშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, 2004-2012 წწ.
- გივი თარგამაძე, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, 2004-2012 წწ.
- ნინო ნაკაშიძე, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, 2004-2008 წწ.
- გედი ფოფხაძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, 2016-2018 წწ.
- გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, 2017-2020 წწ.
- ავთანდილ დემეტრაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, 1996-2001 წწ.
- კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 2005-2015 წწ.
- გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2006-2016 წწ.
- ბესო ლოლაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, 2006-2010 წწ.
- ზაზა მეიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2006-2016 წწ.
- ქეთევან ერემაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 2006-2016 წწ.
- მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 2009-2019 წწ.
- ნონა წოწორია, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს (სტრასბურგი) მოსამართლე, 2008-2018 წწ.
- გეგა მგალობლიშვილი, პრემიერ-მინისტრი, 2008-2009 წწ.
- გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, 2005-2008 წწ.
- გიორგი გაბაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, 2004-2007 წწ.
- კონსტანტინე გაბაშვილი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, 1992-1993 წწ.
- იულონ გაგოშიძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, 2008-2009 წწ.
- თორნიკე გორდაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი, 2012 წ.
- მირზა (პაპუნა) დავითაია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, 2009-2012 წწ.
- გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი, 2009-2012 წწ.
- ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, 2008 წ.
- გიორგი ზედგინიძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2012 წ.
- პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2012-2014 წწ.
- თემურ იაკობაშვილი, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2008-2011 წწ.
- დავით კეზერაშვილი, თავდაცვის მინისტრი, 2006-2008 წწ.
- ალექსანდრე კვიტაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2008-2010 წწ.
- ალექსანდრე (კახა) ლომაია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, 2004-2007 წწ. (ჩანაწერით "მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია").
- გია ნოდია, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, 2008 წ.
- ალექსი პეტრიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, 2012-2014 წწ.
- დავით სიხარულიძე, თავდაცვის მინისტრი, 2009 წ.
- კობა სუბელიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, 2008-2012 წწ.
- ეკა ტყეშელაშვილი, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2010-2012 წწ.
- ანდრია ურუშაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2010-2012 წწ.
- ვერა ქობალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2010-2012 წწ.
- ირაკლი ღვალაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2008 წწ.
- დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, 2009-2012 წწ.
- დავით ჩანტლაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2007 წწ.
- ვალერი ჩეჩელაშვილი, ფინანსთა მინისტრი, 2005 წ.
- ზურაბ ჭიაბერაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2012 წ.
- გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2008-2012 წწ.
- თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 2015-2016 წწ.
- ირაკლი აბესაძე, პარლამენტის წევრი, 2016-2020 წწ.
- ნაზი არონია, პარლამენტის წევრი, 2004-2008 წწ.
- ბიმურზა აფრასიძე, პარლამენტის წევრი, 1990-1991 წწ.
- ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2016 წწ.
- ლადო გეგელაშვილი, პარლამენტის წევრი, 2004-2007 წწ.
- ნინო გოგუაძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016 წწ.
- დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის წევრი, 2008-2016 წწ.
- ლევან თარხნიშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2016 წწ.
- მედეა თუშმალიშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991 წწ.
- რევაზ კემულარია, პარლამენტის წევრი, 1990-1991 წწ.
- მიხეილ მახარაძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016 წწ.
- ომარ მეგრელიძე, პარლამენტის დეპუტატი, 2012-2016 წწ.
- ლევან მეტრეველი, პარლამენტის წევრი, 2004-2008 წწ.
- ველოდი მირცხულავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991 წწ.
- ირმა ნადირაშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2020 წწ.
- მაია ნადირაძე, პარლამენტის წევრი, 2004-2008 წწ.
- ნოდარ ნონიაშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991 წწ.
- ხათუნა ოჩიაური, პარლამენტის წევრი, 2008-2012 წწ.
- სერგო რატიანი, პარლამენტის წევრი, 2012-2020 წწ.
- გუბაზ სანიკიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016 წწ.
- დავით საყვარელიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2015 წწ.
- მარიამ საჯაია, პარლამენტის წევრი, 2012-2016 წწ.
- თენგიზ ჩაჩავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991 წწ.
- გოგი ჩიქავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991 წწ.
- ვახტანგ ცაგარეიშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991 წწ.
- ნუგზარ წიკლაური, პარლამენტის წევრი, 2008-2016 წწ.
- ბეჟან ჯავახია, პარლამენტის წევრი, 1990-1991 წწ.
- ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016 წწ.
- კახაბერ მიქელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 2004-2008 წწ.
- კახაბერ სურგულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 2004-2008 წწ.
- გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2009-2016 წწ.
- დიმიტრი ქიტოშვილი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, 2005-2006 წწ.
- გურამ ჩალაგაშვილი, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, 2007-2013 წწ.
- უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი, 2012-2017 წწ.
- გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი, 2009-2012 წწ.
- დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი, 2013-2018 წწ.
- გიგი კალანდაძე, გენერალური შტაბის უფროსი, 2012 წ.
- მალხაზ (კახა) აკიშბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, 2006-2009 წწ.
- ლევან ვარშალომიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, 2004-2012 წწ.
- გიგი უგულავა, თბილისის მერი, 2005-2014 წწ.
- სევდია უგრეხელიძე, თბილისის მერის მოადგილე, 2013-2014 წწ.
- პაატა გაფრინდაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2004-2005 წწ.
- გია გეწაძე, საქართველოს (2003-2004 წწ.) და უკრაინის (2015-2018 წწ.) იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
- გიგი გიგიაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2014-2016 წწ.
- ირაკლი გიორგობიანი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2003-2012 წწ.
- ეკა გურეშიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2003-2005 წწ.
- მიხეილ დოლიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2010-2012 წწ.
- ჯაბა ებანოიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2009-2010 წწ.
- დავით იოსელიანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, 2008-2012 წწ.
- თამარ კოვზირიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, 2004-2008 წწ.
- გოჩა მამაცაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, 2009-2012 წწ.
- ვამიკო მოსიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2004-2007 წწ.
- გიორგი მუჩაიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2006-2009 წწ.
- ანა ჟვანია, განათლების მინისტრის მოადგილე, 2008-2009 წწ.
- აკაკი სეფერთელაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, 2009-2012 წწ.
- გუგა სულხანიშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, 2004-2006 წწ.
- ნოდარ სურგულაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2008-2012 წწ.
- შოთა უტიაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, 2012 წ.
- ირაკლი ფორჩხიძე, რეინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2010-2012 წწ.
- ბათუ ქუთელია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2006-2008 წწ.
- გიორგი ყიფიანი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, 2009-2012 წწ.
- გიორგი ჩახნაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2009-2012 წწ.
- დავით ცხადაძე, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2008-2012 წწ.
- გიორგი ცხაკაია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2011-2012 წწ.
- დიმიტრი ძაგნიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2005-2012 წწ.
- ბელა წიფურია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2004-2008 წწ.
- ზვიად ჭეიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, 2008 წ.
- მარინე ჭოღოშვილი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, 2008-2012 წწ.
- ელენე ხოშტარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2007-2012 წწ.
- დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2012-2013 წწ.
- ლევან ჯუღელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2003-2007 წწ.
- გია აბულაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2010-2012 წწ.
- ლევან ანთაძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, 2008-2011 წწ.
- თემურ გაბაიძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2011-2012 წწ.
- დონარა სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2011-2012 წწ.
- ავთანდილ ბოლქვაძე, აჭარის განათლების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე, 2004-2006 წწ.
- ედნარ აბულაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006-2010 წწ.
- ტარიელ აბულაძე, ხულოს გამგებელი, 2005-2007 წწ.
- ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, 2012-2014 წწ.
- რევაზ მიქელაძე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, 2007-2011 წწ.
- ოთარ ცეცხლაძე, ხულოს გამგებელი, 2004 წწ.
- მიხეილ ავალიანი, გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, 2007 წწ.
- ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, " საქპატენტის" თავმჯდომარის მოადგილე, 2010-2014 წწ.
- ქეთევან იგნატოვი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2009-2012 წწ.
- ქართლოს ყიფიანი, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, 2004-2006 წწ.
- გიორგი შონვაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე 2006-2013 წწ.
- რატი ჯაფარიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, 2013-2014 წწ.
- გიგი თევზაძე, ილიას უნივერსიტეტის რექტორი, 2004-2012 წწ.
- დავით ჩომახიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, 2010-2016 წწ.
- გია მამულაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2010-2013 წწ.
- აკაკი ხუსკივაძე, სსიპ ქ. თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი, 2010-2013.