Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა.

თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. 150-წევრიან პარლამენტში, დღევანდელი მოცემულობით, 141 დეპუტატია დარჩენილი.

22 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ასეთია:

  • თამარ ალფაიძე: მომხრე - 0, წინააღმდეგი - 0.
  • რევაზ ეგაძე: მომხრე - 1, წინააღმდეგი - 0.

საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს გიორგი კალანდარიშვილი, რომლის კანდიდატურაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს აღარ წარუდგინა.

პარლამენტს ასევე უნდა აერჩია პროფესიული ნიშნით შერჩეული ცესკოს ორი წევრი. ამ თანამდებობაზე წარდგენილი იყვნენ ქრისტინე ქაჯაია და ლევან ისაკაძე და ასევე, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური. პარლამენტმა მათი კანდიდატურებიც ჩააგდო.

რამდენიმე თვის წინ, 5 აგვისტოს, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა ის პრეზიდენტმა ამჯერად პარლამენტის წინაშე აღარ წარადგინა.

XS
SM
MD
LG