Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, რამ გაზარდა რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 74,1%-ით


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

2022 წლის პირველ 11 თვეში საქართველომ რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა გაზარდა. თუკი გასული წლის იმავე პერიოდში რუსეთიდან 929 095 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წელს ეს რიცხვი 73,1 პროცენტით, 1 607 840,4 ათას დოლარამდე გაიზარდა.

რუსეთიდან საქართველოში ბოლო 11 თვეში შემოტანილ პროდუქტს შორის ჭარბობდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • ხორბალი და ხორბლის ფქვილი.

იმპორტის მაჩვენებლის მიხედვით, ეს იყო ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის, თუმცა პირველ ადგილზე თურქეთია - 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2 143 188,4 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 33,3 პროცენტით აღემატება.

იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია რუმინეთიდან (72,1%-ით), იაპონიიდან (48,1%-ით) და აშშ-დანაც (41,5%-ით). სულ იმპორტის მაჩვენებელი 32,4 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში 11 981 148,1 ათას აშშ დოლარს გაუტოლდა.

იმპორტი საქართველოში ქვეყნების მიხედვით
იმპორტი საქართველოში ქვეყნების მიხედვით

საქართველოდან, წინა წელთან შედარებით, 31,8 პროცენტით არის გაზრდილი (3 823 110 ათასი აშშ დოლარიდან 5 037 076,9 ათას დოლარამდე) ექსპორტი. ამ მხრივ პირველ ადგილზეა ჩინეთი (13,1%), მეორეზე კი - რუსეთი (8,9%).

ბოლო 11 თვეში საქართველოდან რუსეთში ყველაზე დიდი ოდენობით გაიტანეს:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები;
  • ფეროშენადნობები;
  • მსუბუქი ავტომობილები;
  • სპირტიანი სასმელები.
ექსპორტი საქართველოდან ქვეყნების მიხედვით
ექსპორტი საქართველოდან ქვეყნების მიხედვით

ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა პროცენტულად ყველაზე მეტად პერუმ (896,7%) და სომხეთმა (119,5%) გაზარდეს.

XS
SM
MD
LG