Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსმა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი საქართველოს მოქალაქე დააკავა


ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება
ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა, ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია„ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან“.

ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება
ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება

სუსის თანახმად, ცისკარა ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

2019 წელს ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი - „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG