Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 დეკემბერს საგარეჯოში "ღამის შოუს" ბენდი კონცერტს გამართავს - ჰონორარი 32 000 ლარია


ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი "იმედის" "ღამის შოუს" ბენდი საგარეჯოში წინასაახალწლო კონცერტს 16 დეკემბერს გამართავს. კონცერტი სახელმწიფო ბიუჯეტს 32 000 ლარი დაუჯდება.

საგარეჯოში "ღამის შოუს" ბენდის კონცერტის ორგანიზატორი "კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა", რომელიც კახეთის მხარის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და წარმოჩინების მიზნით შეიქმნა 2019 წელს და მონაწილეობდა 2020 წელს კახეთში საახალწლო კონცერტების ორგანიზებაში; მათ საიტზე ამის შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

"კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ" "ღამის შოუს" ბენდის მომსახურება შუამავლის, მარიამ მამისმედიშვილის დახმარებით შეიძინა. 16 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტის ხარჯთაღრიცხვა შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ასეთია:

შუამავალი "კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციას", ერთი მხრივ, ამ კონცერტით ტურისტების დაინტერესებას ჰპირდება, მეორე მხრივ კი, აქტიურ მედიაგაშუქებას.

"ღამის შოუს" ბენდი სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლებში ყველაზე ხშირად დაქირავებული ბენდია. მხოლოდ 2022 წლის ზაფხულში რეგიონებში გამართული კონცერტებისთვის ქალაქების მთავრობების მიერ გადახდილი ჰონორარების 50%-ზე მეტი სწორედ ამ ბენდმა მიიღო.

XS
SM
MD
LG