Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატა ფერაძე დაზარალებულად ცნეს მისი ავტომობილის დაზიანების გამო


ნატა ფერაძის ავტომობილი, რომელზეც უცნობმა პირებმა უხამსი წარწერები დატოვეს
ნატა ფერაძის ავტომობილი, რომელზეც უცნობმა პირებმა უხამსი წარწერები დატოვეს

"პოლიციიდან დამირეკეს, დაზარალებულად მცნეს. ანუ გავეცნობით უკვე მასალას ამ დღეებში და შეგატყობინებთ", - წერს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ფეისბუკზე.

ის ბოლო ერთი თვეა, პოლიციისგან თავისი პირადი ავტომობილის დაზიანების საქმეზე დაზარალებულად ცნობას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ გამოძიება ჭიანურდებოდა.

„მას მერე, რაც არ დავთანხმდი "ბავშვებისგან", კი არა და მათი "კაი მშობლებისგან" ფულის აღებას კანონიერი და კუთვნილი პროცედურების გარეშე, რაც მოიაზრებს ჩემს დაზარალებულად ცნობას, რის მერეც გვექნება წვდომა საქმის მასალაზე და შევიტყობთ "ბავშვიკების" ვინაობას და მოტივს, პატრული უბრალოდ გაქრა. აორთქლდა. წერილობით მივმართავთ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და მე, არ შევეშვებით“, - აცხადებდა ნატა ფერაძე.

რატომ დაჯღაბნეს აქტივისტის მანქანა?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:11 0:00

22 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ასახული იყო მის მანქანაზე უხამსი წარწერების გაკეთების პროცესი და შედეგი. ნატა ფერაძე ამას თბილისის მერის მიმართ კრიტიკასა და "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ გამოხატულ პოზიციას უკავშირებდა.

26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნატა ფერაძის მანქანაზე უხამსი წარწერების გაკეთება მასზე თავდასხმად შეაფასა და მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება და პასუხისმგებლობა დააკისრონ იმ ადამიანებს, რომლებმაც წარწერები დატოვეს.

XS
SM
MD
LG