Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სპეციალური სასამართლო უნდა შეიქმნას


ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის წინადადებაა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად შეიქმნას სპეციალური სასამართლო. ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას და ამასთან, მისი ინიციატივაა, გაეროს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალური სასამართლო რუსეთის აგრესიისას ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნისთვის.

ფონ დერ ლაიენის თანახმად, მზად არიან თანამშრომლობისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა ამ წინადადებას მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოიტანა სიკვდილი, ნგრევა და ენით აუწერელი ტანჯვა და ამისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.

უკრაინაში ომის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს 2022 წლის თებერვლიდან იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

XS
SM
MD
LG