ირანის უსაფრთხოების ძალებმა 19 ნოემბერს სულ მცირე სამი დემონსტრანტი დახოცეს ქვეყნის დასავლეთ ქურთისტანი პროვინციაში, სადაც არ წყდება საპროტესტო გამოსვლების ახალგაზრდა ირანელი ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებით გამოწვეული მასობრივი აღშფოთების გამო.
მორიგი ინციდენტის შესახებ იტყობინება ნორვეგიაში მდებარე უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw,რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს.
ირანის ქალაქებში ათიათასობით ადამიანი, შვიდ კვირაზე მეტია, დემონსტრაციებს მართავს მთავრობის რეპრესიული კურსისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციები, რომელთა მასშტაბი განსაკუთრებულია ისლამური რესპუბლიკის დაარსების დღიდან, ქვეყნის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცდად იქცა.
გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც ახალგაზრდა ირანელი ქურთი ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა პოლიციაში მას მერე, რაც ის დააკავეს თავსაფრის ტარების ისლამური წესის დარღვევისთვის. უფლებადამცველი აქტივისტების თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, 280-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 14 000-ზე მეტი დააპატიმრეს.