2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში რამდენიმე ათეული ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის ისეთი პოპულარული ვებსაიტები, როგორებიცაა iMOVIES-ი და adjaranet-ი. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, დაბლოკილი საიტების უმრავლესობა (77%) საავტორო უფლებებს არღვევდა, თუმცა გამოიკვეთა პორნოგრაფიული მასალების (6,5%) გავრცელების შემთხვევებიც.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საიტების დაბლოკვის წესი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ რისკებს შეიცავს.
2022 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში დაბლოკილ (150-ზე მეტ) ვებსაიტებს შორის მოხვდნენ: zona, qartulad, poti, imovs, kinoebi, geosaitebi, filmebi და ა.შ.
IDFI-ის მონაცემებით, ვებსაიტების დაბლოკვის შესახებ განაცხადს აკეთებდნენ სახელმწიფო უწყებები (38%), იურიდიული კომპანიები (31%), ფიზიკური პირები (20%) და კომუნიკაციების კომისია (11%).
"დაბლოკილი ვებგვერდების მფლობელები ამა თუ იმ გზით, მაინც ახდენენ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას. აღნიშნულს განსაკუთრებით მარტივად ახერხებენ, პოპულარული ვებგვერდები", - აღნიშნულია კვლევაში.