საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმაურება უკრაინის შეირაღებული ძალების შესვლას ხერსონში, რომელიც რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ხერსონის დაბრუნება უკრაინის ერთობისა და გამძლეობის შედეგია.
"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლოანობის აღსადგენად.
ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.