Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება


ფოტო არქივიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
ფოტო არქივიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საფრანგეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ორ საერთაშორისო ფორუმში.

დღეს, 7 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოში იწყება "დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი". ის 2012 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევების და მათზე რეაგირების გზების განხილვას. ევროსაბჭოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი იმ სტუმრებს შორისაა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის გახსნაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ტინი კოქსს და ისლანდიის პრემიერ-მინისტრს, კატრინ იაკობსდოტირს.

11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს "პარიზის მშვიდობის ფორუმში", რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში წელს მეხუთედ ჩატარდება და ფოკუსირებული იქნება მსოფლიოში მულტიკრიზისის და დესტრუქციული პოლარიზაციის თავიდან აცილებაზე.

XS
SM
MD
LG