რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი საკუთარი ისტორიული მიწების დასაცავად იბრძვის, ხოლო ომის „წმინდა მიზანს“ რუსეთისთვის „ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერება წარმოადგენს“.
მედვედევმა თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა "რუსეთის სახალხო ერთიანობის" დღისადმი მიძღვნილი მილოცვა და ასევე პასუხი გასცა ხუთ შეკითხვას, რომლებიც თავად დაუსვა საკუთარ თავს.
შეკითხვაზე, თუ რისთვის იბრძვიან რუსეთი, მედვედევი უპასუხებს, რომ „ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის, ისტორიისთვის“, ხოლო რუსები „ებრძვიან გიჟი ნარკომან-ნაცისტების გროვას და მათგან დაშინებულ ხალხს, ასევე მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან“.
ამასთან სიტყვა „უკრაინას“ მედვედევი თავის ეპისტოლეში არც ერთხელ არ ახსენებს, არსად არის ასევე ნახსენები რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში.
„გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მტერი ცეცხლოვან გეენაში გავაგზავნოთ, მაგრამ ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი მიზანია ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერება, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელს გამოიყენებს - სატანა, ლუციფერი თუ იბლისს, მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი სიცოცხლეა. მისი იარაღი ჩახლართული ტყუილია, ჩვენი იარაღი სიმართლეა. ამიტომ არის ჩვენი საქმე სწორი. ამიტომ გამარჯვება ჩვენი იქნება! “ - აღნიშნავს მედვედევი.
მან ასევე გააკრიტიკა ზოგიერთი უცნობი "შეშინებული პარტნიორი". მედვედევი ვარაუდობს, რომ ომის შედეგად, " დამპალი მსოფლიო წესრიგი დაიშლება" და ქვეშ მოიყოლიებს "ყველა ამპარტავანი ქურუმს, სისხლისმსმელი ადეპტს, დამცინავი მსახურსა და უსიტყვო მანქურთს".
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დასაწყებისთანავე დმიტრი მედვედევი მკაცრ განცხადებებს აკეთებს და ღიად ემუქრება დასავლეთის ქვეყნებს ემუქრებოდა. თავის პოსტებში ის ხშირად ახსენებს აპოკალიფსს, არმაგედონს, იყენებს სხვა ბიბლიურ ალუზიებს და არაერთხელ მიანიშნა ასევე რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე.